მილტონ ჰეიგი: მე და ჩემი ოჯახი ახალი ზელანდიელი ქართველები ვართ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის საქართველოსთან შეგუება დიდი ბარიერი არ ყოფილა და ისინი აქ თავს კარგად გრძნობენ.

"როდესაც გადადიხარ სხვა ქვეყანაში, სხვა ენასთან, სხვა კულტურასთან გიწევს შეგუება. პირველი რამდენიმე თვე რაღაც სირთულეები იყო, თუმცა ახლა ქართული კარგად მესმის, ცოტას ვლაპარაკობ, ამიტომ ახლა თუ რამის ყიდვა მომინდება, პრობლემა აღარ გვაქვს. აქამდე პრობლემა თუ გვქონდა მიმართულებებთან დაკავშირებით, ახლა ეს პრობლემა აღარ გვაქვს.

საქართველოში ძალიან მოგვწონს, ამიტომაც ვართ ისევ აქ. ახლა ჩვენს თავს ახალ ზელანდიელ ქართველებად მივიჩნევთ.

ჩემს ქალიშვილებს ძალიან უყვართ საქართველო, სიამოვნებთ აქ ყოფნა. მათთვის საქართველო სახლია. მათი ცხოვრების მესამედი საქართველოში გაატარეს, ასე რომ აქ თავს კარგად გრძნობენ. სანამ ჩემს ოჯახსა და მე გვსიამოვნებს აქ ცხოვრება, აქ დავრჩებით", – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

სრულ ინტერვიუს მილტონ ჰეიგთან "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად