„მილოუკი ბაქსი“, 50 წლის შემდეგ, კვლავ NBA-ს ჩემპიონია

რამდენიმე საათის წინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის ბოლო შეხვედრაში “მილოუკი ბაქსმა” 105 : 98 “ფინიქს სანსი” დაამარცხა და NBA-ს ჩემპიონი გახდა.

“ბაქსი” 1971 წლის შემდეგ მეორედ გახდა ასოციაციის ჩემპიონი. მილოუკელების ფორვარდი იანის ანტეტოკუმპო დღევანდელ შეხვედრაში შეუდარებელი იყო – 50 ქულა და 14 მოხსნა!

ფინალური სერია ჩემპიონებმა 4:2 მოიგეს.

კომენტარები
იტვირთება...