მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულებით საქართველო მსოფლიოში პირველ, კოვიდით გარდაცვლილებით კი მე-11 ადგილზეა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი დღის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში კოვიდინფიცირება 2 515 კაცს დაუდასტურდა, კოვიდინფიცირებით კი 60 კაცი გარდაიცვალა.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდინფიცირების 587 551 შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდინფიცირებით კი გარდაცვლილია 8 347 კაცი.

პოპულარულ საიტ worldometers-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედგენილ პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის რეიტინგის* პირველ ათეულში არიან:

1. საქრთველო – 157 581
2. ჩეხეთი – 156 934
3. ბაჰრეინი – 154 552
4. სლოვენია – 134 285
5. ისრაელი – 128 113
6. აშშ – 126 863
7. ლიტვა – 116 252
8. ნიდერლანდები – 114 936
9. არგენტინა – 114 453
10. შვედეთი – 112 204

მილიონ მოსახლეზე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა:

1. პერუ – 5 931
2. უნგრეთი – 3 127
3. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 3 101
4. ჩრდილოეთ მაკედონია – 3 027
5. ბულგარეთი – 2 867
6. ჩეხეთი – 2 834
7. ბრაზილია – 2 742
8. არგენტინა – 2 491
9. კოლუმბია – 2 439
10. სლოვაკეთი – 2 300
11. საქართველო – 2 239
12. პარაგვაი – 2226
13. ბელგია – 2 187
14. იტალია – 2 154
15. სლოვენია – 2 154

* – რეიტინგები მოცემულია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, არის 3 728 573

კომენტარები
იტვირთება...