მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულებით საქართველო მსოფლიოში პირველ, კოვიდით გარდაცვლილებით კი მე-10 ადგილზეა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი დღის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში კოვიდინფიცირება 2 470 კაცს დაუდასტურდა, კოვიდინფიცირებით კი 46 კაცი გარდაიცვალა.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდინფიცირების 598 396 შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდინფიცირებით კი გარდაცვლილია 8 621 კაცი.

პოპულარულ საიტ worldometers-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედგენილ პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის რეიტინგის* პირველ ათეულში არიან:

1. საქართველო – 160 489
2. ჩეხეთი – 157 162
3. ბაჰრეინი – 154 730
4. სლოვენია – 137 104
5. ისრაელი – 132 432
6. აშშ – 129 309
7. ლიტვა – 118 783
8. ნიდერლანდები – 115 606
9. არგენტინა – 114 689
10. ესტონეთი – 113 440

მილიონ მოსახლეზე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო მე-10 ადგილზეა:

1. პერუ – 5 936
2. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 3 159
3. უნგრეთი – 3 130
4. ჩრდილოეთ მაკედონია – 3 107
5. ბულგარეთი – 2 929
6. ჩეხეთი – 2 836
7. ბრაზილია – 2 757
8. არგენტინა – 2 506
9. კოლუმბია – 2 443
10. საქართველო – 2 312
11. სლოვაკეთი – 2 303
12. პარაგვაი – 2228
13. ბელგია – 2 190
14. სლოვენია – 2 167
15. იტალია – 2 160

* – რეიტინგები მოცემულია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, არის 3 728 573

კომენტარები
იტვირთება...