„მილანში” გოლების გატანა მალდინების მესამე თაობამ დაიწყო (ვიდეო)

იტალიაში სერია A-ს მეექვსე ტურის პირველი სამი შეხვედრა გაიმართა

სპეციაში, „ალბერტო პიკოს” სტადიონზე „სპეცია” „მილანს” მასპინძლობდა. უშედეგო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში „მილანმა” ანგარიში გახსნა და სტადიონზე მყოფმა ყველა ოპერატორმა ვიდეოკამერა ტრიბუნებზე მყოფ, უზომოდ გახარებულ „მილანის” და იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, პაოლო მალდინისკენ მიმართა.

მრავლისმნახველი პაოლოსთვის „მილანის” მიერ გატანილი ეს გოლი განსაკუთრებული იყო, რადგან იგი თავის სადებიუტო მატჩში მამის, ლეგენდარული ჩეზარე მალდინის შვილიშვილმა და პაოლი მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ თავის სადებიუტო მატჩში გაიტანა.

მასპინძლებმა ანგარიში დანიელე ვერდეს გატანილი გოლით გაათანაბრეს მე-80 წუთზე, მაგრამ 7 წუთის შემდეგ ბრაიმ დიასის მიერ გაიტანილმა გოლმა „მილანს” მოუტანა გამარჯვება.

„ინტერი” – ატალანტა” 2:2(1:2)
გოლები: 5′ ლაუტარო მარტინესი 1:0, 30′ რუსლან მალინოვსკი 1:1, 38′ რაფაელ ტოლოი 1:2, 8 ედინ ჯეკო 2:2. 85-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ფედერიკო დიმაკომ ხარიხას მოარტყა.

„გენუა” – „ვერონა” 3:3(0:1)

„მილანი” 6 → 16
„ნაპოლი” 5 → 15
„ინტერი” 6 → 14
„რომა” 5→ 12
„ატალანტა” 6 → 11

კომენტარები
იტვირთება...