„მილანმა” სახლში „კალიარი” ვერ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

იტალიაში, სერია A-ს ლიდერებმა 37-ე ტურის შეხვედრები დაასრულეს

გუშინ, გენუაში გამარჯვების შემდეგ, „ატალანტამ” ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა.

დღეს ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში „მილანსაც” შეეძლო გაენაღდებინა, თუმცა, მოულოდნელად, სახლში ნულოვან ფრეს დასჯერდა „კალიარისთან” და ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი კითხვის ქვეშ დააყენა.

ბოლო ტურში „მილანი” ბერგამოში „ატალანტას” ხვდება, „ნაპოლი” სახლში „ვერონას” მიიღებს, ხოლო შარშანდელი ჩემპიონი „იუვენტუსი” კი გასვლაზე „ბოლონიას” შეხვდება.

დებულების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელსაც პირად შეხვედრებში უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა „იუვენტუსს” აქვს. მას პირად შეხვედრებში ნაჩვენები შედეგით „ატალანტა” და „მილანი” სჯობნის, „ნაპოლი” კი ბურთების საერთო შეფარდებით არის მასზე ბევრად წინ.

ინტერი 37 → 88
„ატალანტა” 37 → 78
„მილანი” 37 → 76
„„ნაპოლი” 37 → 76
„იუვენტუსი” 37 → 75

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...