მიკროსაფინანსო „ემბისი“: სრულ კოორდინაციაშია შსს-თან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, “ემბისის”, რომლის ერთ-ერთ ფილიალშიც თავდამსხმელია შეჭრილი, განცხადებას ავრცელებს.

“გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად