„მიკრო ბიზნეს კაპიტალში“ შეჭრასა და 19 ადამიანის მძველად აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მიკრო ბიზნეს კაპიტალში” შეჭრასა და 19 ადამიანის მძველად აყვანაში ბრალდებულ ლევან ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

 

შეგახსენებთ,2 დღის წინ, წერეთლის გამზირზე მდებარე “მიკრო ბიზნეს კაპიტალიში” ლევან ზურაბიშვილი შეიჭრა და მძევლად 19 ადამიანი აიყვანა. მას მიკროსაფინანსო ორგანიზააციისთვის ან პოლიციისთვის ფული არ მოუთხოვია.

ლევან ზურაბიშვილი საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას, წამლებზე ფასების გაძვირებას და ბანკების მიერ სესხზე მაღალი პროცენტის დაწესებას აპროტესტებდა. მან ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

პოლიციამ ლევან ზურაბიშვილი იმავე დღეს დააკავა და წინასწარი დაკავების იწოლიატორში გადაიყვანა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ  ეს პროტესტის ფორმა და პერფორმანსი იყო    და დაკავებულს ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა.

საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევა ზურაბიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად