მიხეილ ცაგარელი: კორონის მცირე აფეთქება ნოემბერში გველოდება

“რადგან კორონა დაიწყო მზის და მთვარის დაბნელებებს შორის და ამ დროს ახალი წელიწადიც დაიწყო, ასტროლოგია გვასწავლის, რომ სანამ შემდეგი მზის და მთვარის დაბნელება არ მოხდება, მას ვერ გააჩერებ”.

ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტვ “იმედზე გადაცემაში “კულინარიული დუელი” განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი მზის და მთვარის დაბნელება მოსალოდნელია ივნისის ბოლოდან 5 ივლისის ჩათვლით.

“შესაბამისად, პანდემია მსოფლიოში დასრულდება 5 ივლისს. შემცირება დაწყებულია 16 მაისიდან, მაგრამ საბოლოოდ დასრულდება 5 ივლისს”.

ამასთან, მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, რომ ნოემბრის დასაწყისში მოსალოდნელია კორონავირუსის კიდევ ერთი, პატარა აფეთქება, რომელიც არ შეედრება იმას, რაც უკვე იყო.

ნომენრის დასაწყისში მოსალოდნელია კიდევ ერთი პატარა აფეთქება კორონოავირუუუსისა, მაგრამ არ შეედრება იმას, რაც  ახლაა. შეგვიძლია მშიდად ვიყოთ, მაგრამ სიფრთხილე და პრევენცია აუცილებლად დაგვჭირდება. რასაკვირველია, პანდემია დასრულდება, მაგრამ რა იქნება 20102 წლიდან, ამ თემაზე მერე ვისაუბროთ”-განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად