მიხეილ ცაგარელი: ჩვენს ეკლესიაში 2018 წლის ნოემბრიდან სასიკეთო ცვლილებები დაიწყება

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 2018 წლის ნოემბრიდან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში სასიკეთო ცვლილებები დაიწყება.
ამის შესახებ ცაგარელმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
 
"ნოემბერში წავა სერიოზული ცვლილებები, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. აქედან წამოვა ცვლილებები სამეცნიერო კვლევის სფეროში, რომელიც დღეს საქართველოში მკვდარია. ამ პერიოდში დაიწყება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს ეკლესიაში. ასე, რომ ნოემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თვეა", – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად