მიხეილ სესიაშვილი: ხელისუფლებას ჰქონდა კითხვა, რა არის რ 2-ის მთავარი ჯადო და ეს არის ჩვენი გუნდი

ამის შესახებ კურიერის ყოფილმა წამყვანმა მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, სადაც დავით აქუბარდიას გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად კურიერის მეორე ყოფილ წამყვან დიანა ჯოჯუასთან და რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსთან ნოდარ მელაძესთან ერთად.

“ხელისუფლებას მთავარი კითხვა რაც ჰქონდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში რა არის რუსთავი 2-ის მთავარი ჯადოვო, მგონი გუშინ ნახეს რაც იყო და არის რუსთავი 2-ის ჯადო. ეს არის გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად იქნება და გააკეთებს პროდუქტს”, – თქვა სესიაშვილმა.

დიანა ჯოჯუას თქმით კი გუნდის ყველა წევრმა არხი თავაწეულმა დატოვა:

“მე ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ნამდვილად თავაწეული გამოვიდა იმ შენობიდან, რასაც ჰქვია რუსთავი 2”, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

ნოდარ მელაძემ კი ხაზი ჟურნალისტ თამარ ჭავჭავაძის მუშაობაზე გააკეთა, რომელმაც არხზე 23 წელი იმუშავა:

“თამარ ჭავჭავაძე 23 წელი მუშაობდა კურიერში, ტელევიზიის 25 წლიდან 23 წელი იმუშავა. თამარ ჭავჭავაძის ხმასთან ერთად გავიზარდე მე. ყველა ქარტეხილი გადაიარა და თამარ ჭავჭავაძე გახადეს იძულებული, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო, ადამიანმა, რომელმაც მთელი თავისი კარიერა გაატარა კურიერში”, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...