მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას იმიტომ აცხადებს, რომ უცხოელ პარტნიორებს კარგ პოზაში მოეჩვენონ

აშკარად გამოჩნდა, რომ რეალურად, ოპოზიციის სურვილია, თავი მსხვერპლის მდგომარეობაში წარმოაჩინონ და ასეთი ილუზია შექმნან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“როდესაც საუბარი გვაქვს მოლაპარაკების პროცესზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. დღეს ბევრი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ვისმენდით, რომ არა მოლაპარაკება, თუ ეს პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება. მხოლოდ იმიტომ აცხადებენ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, რომ უცხოელ პარტნიორებს კარგ პოზაში მოეჩვენონ, მაგრამ როდესაც მოლაპარაკებისთვის მზადყოფნასთან ერთად ულტიმატუმს აყენებ, რასაკვირველია, ეს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს. ე.წ. ვა-ბანკ თამაშის პრინციპით – ყველაფერი ან არაფერი, დამოკიდებულებები, ვითომ ყალბი შეუპოვრობის სახელით, მისაღები არ არის. ჩვენს ოპონენტებს ვთავაზობთ, მსჯელობა ფაქტებამდე მივიდეს და რეალურად, მომდევნო რეზულტატი მხოლოდ ფაქტმა განაპირობოს. გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სუბიექტური აღქმით არ შეიძლება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “დღის თემა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...