მიხეილ სარჯველაძე: მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში

„მნიშვნელოვანია, ოპოზიციისგან იყოს მზადყოფნა, რადგან, ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკება გართულდება. როცა ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს, იპოვოს მიზეზი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“მათ შორის, ესეც უნდა განვიხილოთ, რომ თუნდაც, იმ საშუალებით, რასაც ჰქვია აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება, გამიზნული იყოს იმისთვის, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია, ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...