მიხეილ სარჯველაძე: არ ვიცი, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში – ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას… გაარკვიონ ერთმანეთში

არ ვიცი, რა და როგორ იყო, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში – ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ასე შემდეგ. ადგნენ და გაარკვიონ ერთმანეთში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ აფასებს „ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ კარლ ჰარცელი შსს-სგან ითხოვდა გარანტიას, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროკავშირის ოფისიდან გასვლისას უსაფრთხოდ დავტოვებდით ტერიტორია.

„ამაზრზენი ქცევები, რომელსაც გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან, იმის ნაცვლად, გამოვიდნენ, თქვან, რომ მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი. ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღებო ცენტრებს ქმნიან. რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები და კონფლიქტები იყოს, უნდა გამოვიდეს და უთხრას, მელია გაჩერდი, ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ. მელიასთვის უნდა ეთქვა, ამაში ორი აზრი არსებობს? თავს იკავებს, არ ვიცი, რა და როგორ უთხრა, მაგრამ ამბავი რაც გამოვიდა, ყველა ცდილობს, მიმართულებები სხვაგან გადაიტანოს. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, მაინტერესებს, კობახიძის სახე როგორი იყოო. არ ვიცი, როგორ დაიდგა და ვის რა როლი ჰქონდა. ეს ამბავი იყო ამაზრზენი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები
იტვირთება...