მიხეილ სარჯველაძე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოზე: ჩემი მოლოდინი დადებითია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ხვალინდელი სხდომა საქართველოსთვის დადებითად გადაწყდება.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის სასიკეთო, ვისი უფლებებიც დაირღვა“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ცნობილია ვისკენ არის სიმართლე ობიექტურად და თუ რა მაღალი კვალიფიკაციისა სტრასბურგის სასამართლო, ეს ორი ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის სასიკეთო, ვისი უფლებებიც დაირღვა. ჩემი მოლოდინი დადებითია, თუმცა გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად