მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ იგორ გაიდარის ქალიშვილი დანიშნა

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილეს იგორ გაიდარის ქალიშვილი, მარია გაიდარი წარადგინა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მარიასთან ერთად გუბერნატორ იულია მარუშევსკაია და ვლადიმერ ჟმაკი დაეხმარებიან.

"ის ეკონომისტია, მოსკოვში და ჰარვარდის უნივერსიტეტი სწავლობდა. მე პირადად ვიცნობდი და ძალიან დიდ პატივს ვცემდი მამამისს, იგორ გაიდარს. მარიას შეაქვს განცხადება პრეზიდენტის სახელზე უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე, რის შემდეგადაც დაინიშნება თანამდებობაზე", – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, კომენტარი თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე მარია გაიდარმაც გააკეთა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ გუნდში. ატმოსფერო, რომელიც ოდესის ოლქის ირგვლივ არის შექმნილი, აბსოლუტურად ფანტასტიურია. მათ არა მხოლოდ სურთ რეფორმების განხორციელება, არამედ უკვე ახორციელებენ… დიახ, მე რუსეთიდან ვარ და მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ რუსეთი და რუსი ხალხი – არა მხოლოდ ომია, არამედ ურთიერთქმედებები, მეგობრობა და ერთიანი მომავალი", – აღნიშნა მარია გაიდარმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. უკრაინაში თანამდებობაზე ის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ქართველია: ეკა ზღულაძე – შს მინისტრის მოადგილე. ლევან ვარშალომიძე – პრეზიდენტის მრჩეველი. გია გეწაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე. დავით საყვარელიძე – გენპროკურორის მოადგილე.

კომენტარები
იტვირთება...