მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაცია იგეგმება

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 ციხიდან პრევენციული ჰოსპიტალიზაცია მოხდება, თუმცა უცნობია სად, ციხის საავადმყოფოში თუ კერძო კლინიკაში.

იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, საჭიროა თავად  ყოფილი პრეზიდენტის თანხმობა. რომელსაც პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ხვალ შეხვდება.

“შეხვედრა იყო კონსილიუმის წევრებს შორის, ასევე იუსტიციის მინისტრსა და ჯანმრთელობის მინისტრს შორის, აგრეთვე ესწრებოდა დეპუტატი ხუნდაძე. გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და შევთანხმდით, ყველა ერთ ტალღაზე ვართ. მოხდება მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. სად, ჯერ არ ვიცით. ჰოსპიტალიზაცია გადაწყვეტილი არ არის, რადგან ავადმყოფი უნდა დათანხმდეს ამაზე, მაგრამ ეს პრევენციული ჰოსპიტალიზაციაა, მგონი, შაბათს ან კვირას იქნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონსილიუმის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა: “მედიკოსთა ჯგუფი დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციას… გაიმართა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა მოვისმინეთ მათი მიგნებები. რეკომენდაციები შეეხება პატიმრის სამედიცინო მდგომარეობას და მისი თანხმობის შემთხვევაში, შესრულდება ეს რეკომენდაციები… მათ ძალიან დიდი ნაწილის შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან”.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის ციხეში შეასახლეს, ის უკვე 19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის ანალიზის შესწავლის მიზნით მედიკოსთა ჯგუფი შეიქმნა.

კომენტარები
იტვირთება...