მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი უკრაინის რეგიონის ვიცე-გუბერნატორად ინიშნება

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მრჩეველი ილო ღლონტი უკრაინის რივნას რეგიონის ვიცე-გუბერნატორად ინიშნება,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საინფორმაციო პორტალები ავრცელებენ. 

როგორც “აიპრესი”-სთვის ხდება ცნობილი, ღლონტი უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ელოდება და ამის შემდეგ, ვიცე-გუბერნატორად დაინიშნება.

“დავთანხმდი ვიცე-გუბერნატორობაზე რივნას ოლქში. ახლა ჯერი პოროშენკოზეა, რომელთანაც კონსულტაციების პირველმა ეტაპმა გუშინ წარმატებით ჩაიარა და რამოდენიმე ბიუროკრატიულ მექანიზმებზე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!”,-წერს ღლონტი Facebook-ის საკუთარ ვებ-გვერდზე.

გავრცელებული ცნობებით, ღლონტი ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად მართავდა ლექციებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, საგანმანათებლო და სოციალური რეფორმების თაობაზე.

უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული ცნობებით, ღლონტი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ახალგაზრდა მრჩეველი იყო. დამთავრებული აქვს “თავისუფალი უნივერსისტეტი” და სხვა ახალგაზრდა სპეციალისტებთან რეფორმატორების გუნდში შედიოდა. “მათ კახა ბენდუქიძის სპეცრაზმს ეძახდნენ”. ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://vse.rv.ua/politika/1422726625-pomichnik-saakashvilli-bude-zastupnikom-golovi-rivnenskoyi-oda.html

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად