მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ხალხს: არც გაბედოთ, არც იფიქროთ, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ

“უნდა ვუთხრა ხალხს: არც გაბედოთ, არც იფიქროთ იმაზე, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ, არც გაბედოთ, იფიქროთ იმაზე, რომ ივანიშვილი კიდევ ერთხელ დატოვოთ. ”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძფრაობა -გაერთიანებული ოპოზიციის” პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა.

ჩვენი ვალდებულება მათი დამარცხების, ეს არის ვალდებულება მომავალი თაობების ფიზიკური გადარჩენის, რომ ნარკომანიამ არ გაანადგუროს, კრიმინალებმა არ გაანადგურონ, რომ ფიზიკურად შეიძლებოდეს საკუთარ ქვეყანაში მათი არსებობა. უნდა ვუთხრა ხალხს: არც გაბედოთ, არც იფიქროთ იმაზე, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ, არც გაბედოთ, იფიქროთ იმაზე, რომ ივანიშვილი კიდევ ერთხელ დატოვოთ. სააკაშვილის, პეტრიაშვილი და ვიღაცის სიყვარულის გამო კი არა, არც გაბედოთ რომ საკუთარი შვილები გაწიროთ ასე. საუბარია იმაზე, რომ არჩევნებზე არმისვლით, ან ამ უბედურებისთვის ხმის მიცემით, თქვენ პირდაპირ ფიზიკურად სიკვდლისთვის წირავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს და ეს აღარავის არ გვეპატიება. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა -არც გაბედოთ ამაზე ფიქრი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად