მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნისთანავე ოდესაში მაღალჩინოსანი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. დღეს, მისი გუბერნატორობის პერიოდში პირველი მაღალჩინოსანი დააკავეს. 

"ჩვენი ბიჭები იბრძვიან იარაღით ხელში, სისხლს ღვრიან. წესიერი ადამიანები მუშაობენ არმიისთვის. ეს ადამიანი, რომელიც მუნდირს უნდა იცავდეს, ქვეყანას ყიდის, ჩვენი შვილების მომავალს ყიდის. ქვეყანაში, სადაც დგას საკითხი, ექნება თუ არა მომავალი უკრაინას, ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ე.წ მუშაობით ხელს უშლიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ანგრევენ შვილების მომავალს",-მიმართა სააკაშვილმა პროკურორს. 

არსებული ცნობით, პროკურატურამ ოდესის ოლქის სამხედრო კომისარი, წვევამდებელებისგან ქრთამის აღებისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავა. ოდესის ოლქის გუბერნატორმა პროკურატურას მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა, უფრო აქტიური გახადონ ბრძოლა კორუმპირებული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, "რომლებიც ადამიანებს ხელს უშლიან".

 

Был задержан военный комиссар Одесской области и его соучастники по обвинению в вымогательстве и получении взяток от призывников. Глава ОДА поддержал прокуратуру, но, одновременно, призвал гораздо шире вести борьбу с коррумпированными чиновниками, которые мешают людям жить.

Posted by Mikheil Saakashvili on 3 Июнь 2015 г.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად