მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნება – ამის შესახებ “ტვ პირველთან”, ენმ-ის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, პარტია კანდიდატების წარდგენას 15 სექტემბრიდან დაიწყებს.

“ქალბატოპნ გიულისთან და სხვა მაჟორიტარებთან წარდგენა 15-ში იქნება და სავარაუდო ის იქნება ზუგდიდი მაჟოროტარი. ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების კომენტარს ეს არის ისტერიკაში მყოფი ადამიანების კომენტარი. რადგან დარწმუნებული არიან მათი არჩევნებში მონაწილეობა დასრულდება მძიმე შედეგით. ზუგდიდში აბსოლუტურად გაიმარჯვებს ქალბატონი გიული” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად