მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე მივიდა

ჯანდაცვის სამინისტროში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა.

ასევე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან.

გიული ალასანიამ მედიასთან განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის უნდა შეხვდეს უწყებაში

„დამირეკეს ჯანდაცვის უწყებიდან და მითხრეს, მოვსულიყავი. ორი საათის წინ დამირეკეს. არ ვიცი, ვის ვხვდები. ისიც არ ვიცი, მინისტრს ვხვდები, თუ არა.

მე ჯერ არავითარი ეჭვიც არ მიჩნდება და საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად, მეტი არაფერი ვიცი“,- განაცხადა გიული ალასანია.

კომენტარები
იტვირთება...