მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილის მეორე ტურში გამარჯვება არა, იხვის ტოლმა…

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვაში ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“სალომემ გუშინ მოსთხოვა ივანიშვილს(პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე) გაეგრძლებინა კენჭისყრა, რადგან საფრანგეთში უზრუნველყოფილი სიბერისთვის ფული უნდა. მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჯერ არ დაუტოვებია. უფრო სწორად შეიტანა, მაგრამ დატოვება ხდება წლის ბოლოს. რა თქმა უნდა ვერნაირად ვერ გავა,  უკან წავა, აიღებს საფრანგეთის პასპორტს და იცხოვრებს საფრანგეთში, როგორც პენსიონერი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსმენელის კითხვაზე,  როგორ იქნება საქმე, თუ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს? საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: “ზურაბიშვილის მეორე ტურში გამარჯვება კი არა, იხვის ტოლმა… ახლა მთავარი ჩვენ ვიყოთ მობილიზებულები”.

ცნობისთვის,  2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგი, სადაც 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდეტნი ვერ აირჩია

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით: სალომე ზურაბიშვილი – 38,6%, გრიგოლ ვაშაძე – 37,7%  შედეგის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...