მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს:

"ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს.

არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ისტორიაში ის შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა." - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.