მიხეილ სააკაშვილი: “ვერტმფრენების არქონის გამო, ადამიანები ამაოდ ელოდნენ შველას”

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობამ სტიქიის დროს არ გამოიყენა ევროკოპტერები. მისივე თქმით, ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იყო.

"როგორც ირკვევა თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას.

ივანიშვილის ბრძანებით საქართველოს მთავრობამ დაამიწა უახლესი ევროკოპტერები, რომლებიც პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით შეღავათიანი კრედიტით გადმოგვცეს. 1 ვერტმფრენი იყო მთავრობის წევრებისა და სტუმრების მგზავრობისთვის, დანარჩენი 4 კი, სატრანსპორტო-სამაშველო და მორგებული იყო ევროპულ პირობებში საფრენად.

რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგარქმა ბრძანა რუსული ვერტმფრენების გამოყენება, ხოლო მათ არც ღამის ხედვის დანადგარი არ უყენიათ და არც ასეთ ხეობაში არ შეუძლიათ ოპერირება, ევროკოპტერისგან განასხვავებით. ბოღმა და გაუტანლობა მართლაც კლავს, თუმცა ეს უდანაშაულო ადამიანები რატომ უნდა ყოფილიყვნენ მსხვერპლი",-აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ძლიერი წვიმის გამო თბილისში 19 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველები 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ. მიყენებული ზარალი კი 100 მილიონ ლარად ფასდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად