მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში უკრაინის წარმომადგენელი გახდება

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში უკრაინის წარმომადგენელი იქნება და პრეზიდენტს რეფორმების გატარებაში საჭირო რჩევებს მისცემს,-ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში. 

“ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიფიქრეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან შეძლო თითქმის ყველა, ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების რეფორმირება. ის გზა, რომელზეც ჩვენ წინა წელს დავიწყეთ სიარული, ჩვენმა მეზობლებმა გაიარეს და შეამოწმეს და ახლა, ისინი მზად არიან, გამოცდილება გაგვიზიარონ. ამ დრომდე სააკაშვილი უკრაინის შტატგარეშე კონსულტანტი იყო რეფორმების საკითხებში. დღეს კი, ის მიიღებს ოფიციალურ სტატუსს”,-ნათქვამია პოროშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, უკრაინის ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქართველია. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი.

კომენტარები
იტვირთება...