მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს წევრი იქნება

ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს წევრი იქნება. ამის შესახებ გამოცემა “Цензор.Нет”-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი იუწყება. მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია თავად პოლიტიკოსმაც დაადასტურა.

სააკაშვილმა დანიშვნის შესახებ Deutsche Welle- სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, იგი აღმასრულებელი საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

ბუტუსოვი კი წერს, რომ სააკაშვილი საბჭოს მდივანი იქნება. აღნიშნულ საბჭოს კი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს. სააკაშვილმა არ დაუსახელებია დანიშვნის თარიღი, მაგრამ როგორც ბუტუსოვი წერს, შესაბამისს განკარგულებას, ზელენსკიმ ხელი შესაძლოა 6 მაისს მოაწეროს.

“Цензор.Нет”-ის წყაროს თანახმად, მიხეილ სააკაშვილი, თავდაპირველად არ აპირებს რაიმე მწვავე პოლიტიკურ მოძრაობას ან კონფლიქტს. მისი ამოცანაა განსაზღვროს დღის წესრიგი. გლობალურად, ეს იქნება თემები, რომლებიც ეხება დერეგულაციას. ზელენსკის არ განუსაზღვრავს მკაფიო სტრატეგია სააკაშვილისთვის, ამიტომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის ხელები თავისუფალი აქვს,” – წერს ბუტუსოვი.

უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭო 2014 წელს, პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. ეს არის მრჩეველთა ორგანო, რომლის შემადგენლობას სახელმწიფო მეთაური ამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად