მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში ჩემი ყოფნის მიზეზი საქართველოს გადარჩენაა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინულ გადაცემა  News One-ში, გადაცემის წამყვანთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინაში ყოფნის მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საქართველოს გადარჩენაა.

თქვენ გამოგიჩნდათ პირადი მტრები ამ ბოლო დროის განმავლობაში?

მათ ძირითადად 2 თეზისი აქვთ, პირველი – ჩვენ ისეთი დარწმუნებულები ვიყავით, რომ შენ რაიმეს იზამდი ოდესაში-ო; სწორედ ეს ადამიანები ყოველ დღე ჩვენ ხელს გვიშლიან, რომ რაიმე გავაკეთოთ. მხოლოდ ჩვენ, ყველა გუბერნატორებს შორის ვამბობთ, რომ მართლა უნდა ვიღონოთ რაიმე, მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს კორუფცია სამართალდამცავ ორაგნოებში. ყველას რატომ აინტერესებს ოდესა – იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად უკეთესობისაკენ წავედით. მე მინდა ვთქვა, რომ დინებისაკენ მხოლოდ მკვდარი თევზები მიცურავენ, ჩვენ კი არ ვიცურებთ დინების მიმართულებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ, საწინააღმდეგო მხარეს ზვიგენები იქნებიან, ჩვენ მაინც დინების საწინააღმდეგო მხარეს ვიცურებთ.

მეორე თეზისი კი, რასაც ისინი ამბობენ – წავიდეს წაეთრიოს თავის საქართველოში-ო; ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ საქართველო გადავარჩინო. მე ვამაყობ იმით, რასაც ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ, მაგრამ უკრაინისთვის ახლა ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა. უკრაინაში ჩვენ თუ იმ რეფორმების ნახევარს მაინც გავატარებთ, რაც საქართველოში გავატრეთ, უკრაინა უკეთესობისკენ წავა და ნახევარი წლის შემდეგ ვერც კი ვიცნობთ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაიანაში შესაძლოა მოხდეს მესამე მაიდანი, თქვენ მართლა გჯერათ ამის?

მე არათუ მჯერა, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში აუცილებად მოხდება დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები ან კარგ შედეგებს გამოიწვევს, ან გაუარესდება მდგომარეობა. ჩვენი ერი გაცილებით კარგია, ვიდრე აქაური პოლიტიკური ძალის ძირითადი ელიტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად