მიხეილ სააკაშვილი: უკრაინელი ხალხი საკადრის ადგილს მიუჩენს თავგასულ ოლიგარქებს

უკრაინელი ხალხი მალე მოუღებს ბოლოს თავგასულ ოლიგარქებს და წარსულის გადმონაშთებს, – ასე გამოეხმაურა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის შეფასებებს.

"უკრაინული ოლიგარქია, ისევე როგორც პუტინი, უკრაინის სახელმწიფოს ფეხზე დადგომას უშლის ხელს და პოლიტიკური კორუფციის ძირითადი მკვებავია. წარუმატებელი მცდელობისა და დისკრედიტირების შემდეგ, ოლიგარქი გვთავაზობს დამაბან როგორც ძაღლი. ოლიგარქი ბოლო სცენარზე – პირდაპირ მუქარაზე გადავიდა. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი მალე მიუჩენს საკადრის ადგილს თავგასულ ოლიგარქებს და წარსულის გადმონაშთებს", – წერს გუბერნატორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოლომოისკიმ სააკაშვილს ძაღლი ალიკაპის გარეშე უწოდა.

„როცა ძაღლს ალიკაპი არ უკეთია და ვინმეს კბენს, ძაღლიც ისჯება და პატრონიც. ძაღლს აძინებენ. ჩვენ შემთხვევაში ის საქართველოში უნდა გავაგზავნოთ, სადაც მის მიერ დაკბენილი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა კოლომოისკიმ. 

თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა კოლომოისკი კორუფციაში დაადანაშაულა. ოდესის გუნერნატორის შეფასებით, კოლომოისკის, რომელიც „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ მფლობელია ზედმეტად დიდი და უკანონო გავლენა აქვს საჰაერო გადაზიდვებზე უკრაინაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...