მიხეილ სააკაშვილი: ტურიზმი გაცილებით უფრო მომგებიანია დღეს, ვიდრე ჰესების მშენებლობა

ამის შესახებ, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართაში განაცხადა, რომელიც საქართველოში, რაჭის ჰესების მშენებლობას ეხება.

“რაც შეეხება რაჭის ჰესებს, ჩვენ თვითონ უნდა გვესმოდეს რა არის საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა. საქართველოში დღეს წამყვანი სექტორი არის ტურიზმი.
რა თქმა უნდა თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგია და როდესაც საუბრობენ იმაზე არს თუ არა მიზანშეწონილი, მე მაქს ჩემი გამოცდილება.
თავი დროზე მარტვილში, სადა ახლა ცნობილი კანიონი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი, იქ იყო მცირე ჰესი. მე როცა მივედი იქ და ვნახე რომ ასეთი ლამაზი ბუნებაა, გავეცი განკარგულება, ჰესი გააჩერეს და გააკეთეს ეს კანიონი, შედეგად მათ ჰყავთ 300 ათასი ვიზიტორი.
ამას შემოაქვს გაცილებით მეტი ფული ვიდრე ჰესს. სხვათა შორის, აქაც უკრაინაში დნესტრის ხეობაში ეს არის დასავლეთ უკრაინაში აპირებდნენ ძალიან დიდი კასკადების მშენებლობას „რუხ ნოვიხ სილას“ ჩვენმა პარტიამ მაშინ ჩაატარა ჩვენი კამპანია, დაახლოებით 3 წლის წინანდელ ისტორიას გიყვებით, გავაჩერებინეთ ამ ჰესების მშენებლობა, რომელზეც გამოყიფილი იყო რამდენიმე ასეულობით მილიონი დოლარი. იმიტომ, რომ იმ ადგილისთვის ტურიზმი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტი.
და იქ არის ასეთი ძალიან ლამაზი ბუნება და პოტენციალი. ასე რომ ძალიან კონკრეტულია, ჩვენ არ უნდა ავეგოთ ძველ საბჭოთა სქემებს, ვიღაცას უნდა ამ ჰესებზე ფულის გათეთრება, ცემენტის გაყიდვა, იაფი კაპიტალის მოზიდვა და წილში ჩაჯდომა, მაგრამ ხალხი უნდა ამოვიდეს საკუთარი ინტერესებიდან, ბუნები დაცვიდან, იმიტომ რომ ეკონომიკურად ტურიზმი უფრო მომგებიანი დღეს, ვიდრე ჰესების მშენებლობა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად