მიხეილ სააკაშვილი: წელს, კახეთში ყურძენს დავწურავ

ასეთ პროგნოზს აკეთებს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში. ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოკითხვა ჩაატრა ყვარელში და ოდესაში ერთ-ერთი ყვარლელის კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც აინტერესებდა, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა თუ არა და როდის.

"ჩემს ვენახში ძაან მინდა დაბრუნება. მე იმედი მაქვს, რომ სპეციალურად დამელოდებიან რთველზე, მანამდე არ მოკრეფენ. არაუშავს, თუ ცოტა ადრე მოხდა რთველი, დამელოდებიან, მანმადე არ მოკრეფენ. ასე, რომ წელს კახეთში რთველს ჩავატარებ და დავწურავ ყურძენს." – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...