მიხეილ სააკაშვილი “თავისუფალი ზონის” წევრებს: ყელაზე მეტად თქვენი ეშინოდა ივანიშვილს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „თავისუფალი ზონის“ წევრებს „სკაიპით“ ჩაერთო, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს "თავისუფალი ზონის" წევრების ეშინია. 

"ძალიან მადლობელი ვარ თქვენი, თითოეულის… "თავისუფალი ზონა" არის ორგანიზაცია, რომელმაც რეალურად მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, არამედ ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანს ბოლო 4 წელი გადაატანინა.

საქმე იმაში რომ, თქვენთან ის იდეალით გულანთებული ხალხი მოვიდა… ის, რომ ათასგვარი ჩანერგვის და პროვოკაციების მიზანი თქვენ იყავით, იმაზე მეტყველებს. რომ თქვენი ყელაზე მეტად ეშინოდა ივანიშვილს. 

საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ რასაც თქვენ აკეთებდით და ამბობდით აღმოჩნდა მართალი, სწორი და სწორი მიმართულებით წასვლა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად