მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმარში” ჩართვისას განაცხადა.

“ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტათ, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ეს არის პირველ რიგში დამსახურება თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, გია ქავთარაძის, ზურაბ ადეიშვილის და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, პირველი გამარჯვება მათ შუალედური ჰააგის სასამართლოში მოიპოვეს, რომელიც შემდეგ წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დაკარგეს.

შეგახსენებთ, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად