მიხეილ სააკაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება სწორ ხელში ძლიერი იარაღი იქნება, “ოცნებისგან” კი კარგს არაფერს მოველი

სტრასბურგის გადაწყვეტილება სწორ ხელში ძლიერი იარაღი იქნება, “ოცნებისგან” კი კარგს არაფერს მოველი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა ყოველდღე რისკის მატარებელია.

“მე ვეთანხმები ნონა წოწორიას, ჩვენ ყოფილ მოსამართლეს სტრასბურგში და ძალიან მაგარ იურისტს, სწორ ხელში ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან ძლიერი იარაღი, ამათ ხელში კარგს არაფერს მოველი. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში გატარებული ამათი ყოველი დღე საქართველოსთვის დიდ რისკს ატარებს.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რაც შეეხება, იქაც ამყარებს ეს საქართველოს პოზიციებს. როდესაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი ჰააგაში ის მოვიგეთ, მერე კი წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საბოლოოდ ის საქმე არ მოგვეგო. ახლა ხელახლა გვინდა ავწიოთ ის საქმე, ეს არის გაეროს სახელმწიფოთა შორისი. ესენი ამას არ გააკეთებენ, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. როდესაც არჩევნებში გამარჯვებული კოალიციური ალიანსი მოვა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას ერთობლივი ძალებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად