მიხეილ სააკაშვილი: საწოლში რომ წევხარ და გძინავს, იქაც შეიძლება დაუშვა შეცდომა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის პირი გააკრიტიკა, ვინც ამბობს რომ, მისი მმართველობის პერიოდი შეცდომები იყო დაშვებული.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შეების პორცესში შეცდომა გარეშე შეუძლებელია.

“კრიტიკულად შევხედოთ რაც არის მითები, იმიტომ რომ გამოვდივართ და იძახით ხოო, ისიც იყო, ესეც იყო, ბევრი შეცდომები იყო, უკაცრავად, საწოლში რომ წევხარ და გძინავს, იქაც შეიძლება დაუშვა შეცდომა. მარცხნივ გადაბრუნდე, მარჯვნივ გადაბრუნდე და ჩამოვარდე.
როცა ქვეყანას აშენებ, შეუძლებელია არ დაუშვა შეცდომა, როცა სწრაფად მიდიხარ წინ შეუძლებელია გზაში… მაგრამ, საბოლოო ჯამში რა სჯობს, როცა ძალიან სწრაფად ვითარდები, მაგარი ხარ და უშვებ შეცდომებს თუ, როცა ერთი დიდი შეცდომა ხარ, არსად მიდიხ და არ ვითარდები” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად