მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში პენსიები ეგრევე 200 დოლარი უნდა იყოს

-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას, საქართველოში მოქმედ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკონომიკა ნორმალურად განვითარდება პენსიამ შესაძლოა 1000 დოლარს მიაღწიოს.

” ჩემი აზრით, საქართველოში პენსიები ეგრევე 200 დოლარი უნდა იყოს. უახლოეს 3-4 წელიწადში თავისუფლად შეიძლება იყოს 300 დოლარი მინიმალური პენსია. რაც შეეხება, გრძელვადიანად, ეს საპენსიო სისტემა (დაგროვებითი პენსია) რაც შემოიღეს, არ იმუშავებს.

საქართველოში იქნება პენსია, როგორ მინიმუმ პოლონეთში. 2012 წელს ეს უბედურება რომ არ მოგვსვლოდა( ნუ ჩემს თავს ვადანაშაულებ ) საქართველოში პენსია იქნებოდა ისე, როგორც არის ლიტვაში, ევროკავშირის ქვეყანაში 400-500 დოლარი.

სინამდვილეში, საქართველოში ნამსახურებით, სტაჟით თუ კარგად განვითარდა ეკონომიკა პენსია უნდა იყოს 1000 დოლარი. პედაგოგის ხელფასი უნდა იყოს მინიმუმ 1500 დოლარი, ნორმალური ეკონომიკის პირობებში. ნორმალურ ეკონომიკას რამდენიმე წელი სჭირდება. მე ზღაპრებს ხომ არ ვყვები. ამას სჭირდება მთავრობის შემცირება მრავალგზის”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად