მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა

ნიკა მელიაზე თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე გამოეხმაურა და გლდანში მომხდარი ინციდენტი დაგმო.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლის მეთოდებად მხოლოდ ძალადობა და დაშინება დარჩა.

“ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი – ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, “ენმ”-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მოსახლეობას ის სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ, კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად