მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მარტო ტყემალს შუძლია შემოიტანოს 200-300 მილიონი დოლარის მოგება

„საქართველოში ტყემალი რომ აწარმოო მარტო, როგორც არის კეტჩუპი და როგორც არის ტობასკო, მინიმუმ 200-300 მილიონი დოლარი სუფთა მოგებას შემოიტანს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„როცა ვფიქრობ სოფლის მეურნეობაზე საქართველოში, ჰო, საქართველო არის კულინარიული ზესახელმწიფო. ტყემალი რომ აწარმოო მარტო, როგორც არის კეტჩუპი და როგორც არის ტობასკო, მაგალითად, მარტო ტყემალს შეუძლია შემოიტანოს ყოველწლიურად თუ კარგად ჩადებ ამაში ფულს, მინიმუმ 200-300 მილიონი დოლარი სუფთა მოგება, ასეთი პროდუქტი საქართველოს აქვს რამდენიმე. აი, ეს რომ გაგვეკეთებინა, აი ამაზე ვფიქრობ…“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად