მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში დაბრუნებაზე მე არასდროს კონკრეტულად არაფერი მითქვამს

მე არასდროს კონკრეტულად არაფერი მითქვამს. ეს არის სიცრუე, „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მითი, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქრონიკის“ კითხვას, ჩამოდის თუ არა საქართველოში.

„მე ბევრჯერ ვთქვი კონკრეტულ რაღაცებზე, რომ იმედია აი ახლა დავამარცხებთ („ქართულ ოცნებას“). როდესაც ყველა დემოკრატიული პროცესი გაუქმებულია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქართველმა პატრიოტმა. მე არ ვაპირებ არავისთან რიტორიკულ ამბავში შესვლას. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. ქართველმა ხალხმა იცის რა გამიკეთებია მათთვის და მთელმა მსოფლიომ იცის ვინ ვარ და აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები გვერდზე და ვერ ვიტყვი რომ ხელები დამიბანია.

მე გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი. ხალხს დაავიწყდა უკვე სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს. მე კი ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ.

მე არ მეშენია მათი ციხის. მათი ასეთი ისტერიული კაკანი ერთ რამეს მიუთითებს, მათ ეშინიათ და არა მე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ქრონიკასთან”

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით გავრცელბულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...