მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ჩამოსვლის ჩემი პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა

მსჯავრდებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საქართველოში შემოსვლა რამდენჯერმე სცადა.

“- თქვენი საქართველოში ჩამოსვლის ისტორია დიდი დაბრუნების ისტორიაა, რადგან მხოლოდ დიდ დაბრუნებას შეუძლია, ასე ელვისებურად შეცვალოს რეალობა. თქვენი საქართველოში ჩამოსვლა ეს იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელმაც იგრძნო, რომ პოლიტიკურ პროცესებს მისი მონაწილეობა სჭირდებოდა, თუ ეს იყო სამშობლოს მონატრებით დაღლილი მიხეილ სააკაშვილის ემოციური და გულის კარნახით გადადგმული ნაბიჯი?

პირველი, ეს იყო დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება. ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველოს სხვადასხვა ადგილები, პეკინის ქუჩა, ჩემი სადარბაზო, რუსთაველი, ვერა და 51-ე სკოლა, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ბორჯომი, ბათუმი, ანაკლია, გაგრა… მეორე, ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა, როცა ვუყურებ დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოდით, რომ ამ ხაზიდან მობრუნება შეუძლებელი იქნება…

– რამდენი ხანი ემზადებოდით ჩამოსვლისთვის? მესმის, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ვერ გვეტყვით, მაგრამ რისი მოყოლაც შეგიძლიათ, მოგივიყევით როგორ აღმოჩნდით საქართველოში. იყო თუ არა ეს დიდი რისკი და დისკომფორტი, რამდენად დიდი გზა გაიარეთ, რისი გეშინოდათ?

ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

 

კომენტარები
იტვირთება...