მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ჩამოსვლაზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ მინდა

ნება მომეცით ჩემი გეგმები არ გავუზიარო, ისედაც ტელეფონებში არიან შემომძვრალები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე, ჩამოვა თუ არა საქართველოში.

მისი თქმით, არ აპირებს ივანიშვილისთვის “ნაკოლების” მიცემას ივანიშვილისთვის და მისი დამქაშებისთვის.

“მე საერთოდ არ მინდა ამაზე კომენტარი. მე ერთი რამე ვიცი, უკვე აქტიურად ვართ ჩართული პროცესებში და ეს ჩართვა მთლიანად გააქტიურდება. ეს ნამდვილად ასე იქნება. დანარჩენი უკვე ტექნიკის ამბავია. ნამდვილად არ ვაპირებ ე.წ. “ნაკოლების” მიცემას (ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის) ივანიშვილისთვის ან მისი დამქაშებისთვის. ისედაც მთელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ. მთელი ქვეყნის რა, 2-3-ის ნამდვილად. ნება მომეცით ჩემი გეგმები არ გავუზიარო, ისედაც ტელეფონებში არიან შემომძვრალები. დღეში 50-ჯერ არის მცდელობა სუს-ის მხრიდან, რუსეთის სპეცსამსახურების ჩემი კოდების გატეხვისა. როცა საჭიროა ყველა ყველაფერს გაიგებს, არაფერი დასამალი არ არის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად