მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არასდროს მითქვამს

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა, სადაც მას ჰკითხეს რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

“არასდროს არ მითქვამს უარი. ჩემზე აღძრეს ყალბი სისხლის სამართლის საქმეები და ჩემი პასპორტით ვეღარ გადავაადგილდებოდი. ვიზას ვეღარ ვიღებდი. ყველას მიწერეს, რომ პასპორტი გაეუქმებინათ, ვადები გასდიოდა იმ პასპორტებს ჩვეულებრივად. ან თავს “იბოლებთ” ან “გაბოლებენ”. ჩვეულებრივი დევნის ობიექტი ვიყავი.

როდესაც მომეცა შესაძლებლობა ოდესის ოლქი გადამერჩინა უკრაინისთვის, ამას დავთანხმდი და რა თქმა უნდა ეს მოითხოვდა უკრაინის პასპორტის აღებას. ვიმეორებ, ქართული პასპორტი პრაქტიკულად უმოქმედო იყო ჩემთვის. თუ დაგავიწყდათ, რომ 4 კოსტუმზე აღძრეს საქმე?! მოგონილ სისხლის სამართლის საქმეებზე. მე ვარ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ჩემს მეგობრებთან ერთად. რანაირად შეიძლება ქართულ სახელმწიფოზე უარი მეთქვა?! არ ვაპირებ თავის მართლებას. თავი სამართლებელი თქვენ გაქვთ, ვინც თქვენ ამას წერთ”, – განაცხადა მიხეილ საალაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად