მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ახლა მასობრივი შიმშილი ემუქრება!

“ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, ზუსტად ვიცი რომ უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

” უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს, ამგვარად საქართველოს ახლა ემუქრება სრული ჩამოშლა ლარის და მასობრივი შიმშილი. ამიტომ, ივანიშვილს უნდა მოვთხოვოთ დააბრუნოს ეს ფული. გარდა ჯანდაცვისა, ძირითადი ნაწილი ლარის გამყარებას და დაცვას უნდა მოხმარდეს. ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, ზუსტად ვიცი რომ უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი, რომელსაც პირადი საკუთრებისთვის იყენებს. ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული”-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად