მიხეილ სააკაშვილი: სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს მტრების წინააღმდეგ

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომიდან 12 წლის თავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოში ბოლომდე იბრძოლებს საქართველოს ღირსების დასაცავად.

“სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად. ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ვიბრძოლებ ჩვენი ღირსების დასაცავად. ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლიანი და ჩვენი გზა არის ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი. მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართალს. ყველა კავშირს გამოვიყენებ, მათ შორის ძალიან ცნობილი იურისტების ჩართვით, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს და გავიტანთ ამ სიმართლეს ბოლომდე. საქართველო იქნება დე-ოკუპირებული, მტერი აუცილებლად დატოვებს ჩვენს ტერიტორიას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად