მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი №18 გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით: “გადმოყვანის პროცედურა ნორმალურად შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება და კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით რომელიც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ პირველი სიტუაციაა ასეთი და რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამგვარი ტიპის ვიზიტების, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე ვამბობ პირველ რიგში. ბუნებრივია, რომ ადვოკატების ვიზიტები შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება გამომდინარე იქიდან რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ჯანდაცვის სამინისტროა უკვე აქ წამყვანი უწყება და საერთო კომუნიკაციების შედეგად უკვე გავარკვევთ, როგორ და რანაირად”.

კომენტარები
იტვირთება...