მიხეილ სააკაშვილი: სამედიცინო შემოწმება გავიარე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ამის დამადასტურებელ ფოტოებს აქვეყნებს.

“სამედიცინო შემოწმება გავიარე და სამხედრო აღრიცხვაზე დავდექი. შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს და მზად ვარ სამხედო სამსახურისთვის. ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა!

ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი მედპერსონალია, რომელიც არცთუ სახარბიელო პირობებში მუშაობს,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...