მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არც პრემიერმინისტრის თანამდებობა არ მაინტერესებს!

“მე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესუსური ფიგურები”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.

“ამ პირობებში ეს არის ოპოზიციის ძალიან დიდი ტრიუმფი, მიუხედავად დაშინებებისა, მიუხედავად ზეწოლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა, მე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესუსური ფიგურები. საქართველოში საერთოდ არ მაინტერესებს, ახლა ღიად შემიძლია ვთქვა, არც პრემიერმინისტრის თანამდებობა.

მინდა ვთქვა, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი იმის გამო, რომ ისინი არ არიან ივანიშვილთან”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად