მიხეილ სააკაშვილი: სააკაშვილი არ იყიდება! ოქტომბერში ჩვენი დიდგორია და უკანდასახევი გზები ჩახერგილია!

“ეტყობა რაღაცებში ვერ დაითანხმეს, ყოჩაღ შალვას [შალვა ნათელაშვილი], მის წინაშე ქედს ვიხრი”, – ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კითხვას იმაზე, რატომ დაისაჯა “ლეიბორისტული პარტია”.

“კარგად ვიცით, რომ ვიღაცებს გაურიგდნენ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცით და ხალხმა უნდა იცოდეს – მიხეილ სააკაშვილი არ იყიდება, “ნაციონალური მოძრაობის” ბირთვი და ერთგული მომხრე არასდროს არ იყიდება. ეს არის ჩვენი დიდგორი ახლა ოქტომბერში და ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. უკან დასახევი გზები ჩახერგილი გვაქვს. მე პირადად ვაპირებ, რომ ჩემთვის პირადად უკანდასახევი გზები ჩავხერგო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

კომენტარები
იტვირთება...