"მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ მზადყოფნაში იყვნენ. ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას".

ამის შესახებ მსჯავრდადებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.