მიხეილ სააკაშვილი: როცა პოლიცია იქცევა როგორც ბანდიტი, პასუხი უნდა მიიღოს როგორც ბანდიტმა

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“თქვეს, რომ 10 პოლიციელია დაშავებული. ისინი სულ ტყუიან. როდესაც პოლიციელები იქცევიან როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღონ პასუხი როგორც ბანდიტებმა. როდესაც პოლიცია იტაცებს ადამიანს, როდესაც მოიტაცეს აფგან მუხთარლი, ისინი ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თუ პოლიცია ქურდებს მიიყვანს და ვიღაცას აცემინებს, თუ პოლიცია თვითონ არის დაკავებული პირადი ანგარიშსწორებით, ის აღარ არის პოლიცია. ამისთვის პოლიციელები უნდა დაისაჯონ კანონის სიმკაცრით.

ივანიშვილის რეჟიმის დროს პოლიცია გადაიქცა კრიმინალური სამყაროს ჩვეულებრივ დანამატად. ერთი მხრივ არიან მაყურებლები. მაგალითად, ცხაკაია. გურას ჰყავს თავისი მაყურებლები, თბილისს, რუსთავს. ფარცხალაძე გახდა ბიზნესის მთავარი მაყურებელი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად